რატომ უნდა გავიარო რეგისტრაცია? რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ საშვალება დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველ ობიექტებთან და პერსონალებთან და აკონტროლოთ ყველა თქვენი დაჯავშნილი.
Მომსახუროების პირობები
Dajavshna.ge იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და თქვენი პერსონალური მონაცემები. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას. პოლიტიკა ასევე განსაზღვრავს თქვენს არჩევანს პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან, წვდომასთან, კორექტირებასა და წაშლასთან დაკავშირებით.
თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“ მაშინ დააკლიკეთ “დახურვა” -ს და თუ ეთანხმებით დააკლიკეთ “თანახმა ვარ” ან მონიშნეთ ველი რომ “თანახმა ვარ”.
■ დაჯავშნა.ჯი -ს გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ უკვე წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს „თქვენთვის“.
■ წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
■ თუ დაჯავშნა.ჯი -ს იყენებთ სხვა ადამიანის სახელით (მაგალითად, თქვენი შვილის), უნდა განაცხადოთ, რომ უფლებამოსილი ხართ: (I) ამ ადამიანის სახელით აღიაროთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და (II) ამ ადამიანის სახელით დაეთანხმოთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაზიარებისა და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
Დაჯავშნა.ჯი აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთ სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ საჭიროებები.
Ჩვენი მხრიდან პატივს ვცემთ თქვენივე კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
ა.მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
ბ.გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;
გ.არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
ე.ინახება იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში.
თუ თქვენ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას დაჯავშნა.ჯი -ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
•თქვენი სახელი და გვარი;;
•საკონტაქტო მონაცემები
ემაილი, ტელეფონის ნომერი
•დემოგრაფიული მონაცემები
სქესი, დაბადების თარიღი
•თქვენი პირადი ნომერი
2. კონფიდენციალობის გარანტიები
2.1„თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. Ჩვენი მხრიდან იქნება მიღებული შესაბამისი ზომა, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ მონაცემთა ბაზებში.
2.2თუ გსურთ ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ ინფორმაცია სერვისების ან დეტალების მოსაწოდებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: support@dajavshna.ge. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევინახოთ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია ანგარიში და საჭიროა თქვენთვის ჩვენი სერვისების მოწოდება. ასეთ ინფორმაციას არ შევინახავთ იმაზე მეტი ვადით, ვიდრეს ეს აუცილებელია იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის კანონიერად გამოყენება ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ხნით. შესაძლოა, მოვახდინოთ მონაცემების დეპერსონალიზება და აგრეგირება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შენახვა, სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნებისათვის, თუმცა, დეპერსონალიზებულ მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, Dajavshna.ge ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს და/ან შეწყვეტს ნებისმიერ ურთიერთობას.
2.11მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Dajavshna.ge თანამშრომლების, პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში. ამასთანავე, Dajavshna.ge -ს თანამშრომლებს ვაკისრებთ კონფიდენციალობის დაცვის მკაცრ ვალდებულებებს.
2.12ზემოთქმულის მიუხედავად, Dajavshna.ge არ არის პასუხისმგებელი პარტნიორებისა და მესამე პირების მიერ თქვენივე პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ან გავრცელებაზე, როდესაც აღნიშნული ქმედება სცდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს. გარდა ამისა, Dajavshna.ge არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე ფორმით დარღვევაზე ან მესამე პირის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებიც სცდება Dajavshna.ge -ს გონივრული კონტროლის ფარგლებს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელმწიფოს/მთავრობის ქმედებები, კომპიუტერში ჰაკერული შეღწევა, კომპიუტერულ მონაცემებსა და შენახვის მოწყობილობასთან არაუფლებამოსილი წვდომა, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა, უსაფრთხოებისა და შიფრის დარღვევა, ინტერნეტ მომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობა და სხვა.
3. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე
თქვენი მხრიდნ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს Dajavshna.ge -ს წესებისა და პირობების ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ, თუ პროექტის და მისი სერვისებისა მოხმმარებელი და უშუალოთ მომხმარებელი გახდებით : (i) ეთანხმებით „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმებით Dajavshna.ge -ს მიერ თქვენივე პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და Dajavshna.ge -ს წესებსა და პირობებში
4. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ ჩვენი წესების და პირობების თაობაზე როგორც პროვაიდერის მხრიდან ასევე მომხმარებლის მხრიდან გაქვთ სრული უფლება მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე support@dajavshna.ge